აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

17 მაისი, 2019

დღეს,ბათუმში განათლებისა და მეცნიერბეის ქალაქის მშენებლობის პროექტი საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინეს.
განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია, რომელიც მოიცავს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას.
განათლების ქალაქი გააერთიანებს 250 მოსწავლეზე გათვლილ ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, 100 ბენეფიციარისთვის საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას (ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები), პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონასა და ავტოსადგომს.
განათლების ქალაქის მშენებლობის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები