აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

წელს პირველად მთიანაჭარაში მზარეულები გადამზადდა

21 მაისი, 2019

ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, მენიუს დაგეგმვა და შედგენა, სამზარეულოს სანიტარული/უსაფრთხოების ნორმები და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ხულოში მზარეულებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგები კურორტ გოდერძისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მზარეულებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში წელს პირველად ჩაუტარა. პარალელურად საკომუნიკაციო ინგლისურს კურორტ გოდერძისა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები სწავლობენ. ტრენინგის მონაწილეებს ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ და მათ მთიანაჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

მთიანაჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის გასულ წელს მთაში  124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა,  რაც ნიშნავს რომ მთიანი აჭარის პოპულარობა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარების პარალელურად ვანხორციელებთ აქტიურ ტრენინგ-პროგრამებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტებისთვის. იქნება ეს მენეჯმენტის, მზარეულების, საკომუნიკაციო ინგლისურის შემსწავლელი თუ სერვისის გასაუმჯობესებელი სხვა სასწავლო პროგრამები. სულ რამდენიმე წელია ისინი ჩართულები არიან ტურისტულ ბიზნესში და ბუნებრივია სწავლასა და განვითარებას საჭიროებენ, რათა სწორად შეძლონ სტუმრებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

წელს, მთიანაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ეტაპოპრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება. ჯამში, ბოლო წლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები 2000-მდე სექტორში დასაქმებულს ჩაუტარა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები