აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ოქროს დელფინი-ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“

24 მაისი, 2019

2019 წლის 22-27 მაისს, ბათუმში ფესტივალი - „ოქროს დელფინი-ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ იმართება. ფესტივალის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება საკურორტო სეზონის დაწყებამდე და აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია. აგრეთვე ქართული ფოკლორის პოპულარიზაცია და უცხოურ შემოქმედებით კოლექტივებთან კავშირების დამყარება. ფესტივალი უკვე მეცხრამეტედ იმართება ქ. ბათუმში და მასში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე.
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი ფესტივალის მონაწილე ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
ფესტივალში მონაწილეობენ: ბულგარეთის, ისრაელის, სლოვაკეთის, ბელორუსიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ინდოეთის, უკრაინის, ლატვიიის, ლიტვას, ესტონეთის შემოქმედებითი კოლექტივები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საესტრადო, ასევე ფოლკლორული ჯგუფები და შემსრულებლები. ფესტივალის მსვლელობის პერიოდში იმუშავებს კომპეტენტური ჟიური , რომელიც შედგება ბულგარეთის, სასომხეთის , ინდოეთის, უკრაინისა და ბელორუსიის გამოჩენილი ხელოვნების მოღვაწეებისაგან. აგრეთვე მის შემადგენლობაშია თბილისისა და ბათუმის ცნობილი ქორეოგრაფები, ლოტბარები და კომპოზიტორები.
25 მაისს, 20:00 საათზე, „პიაცას“ მოედანზე გაიმართება 4 უკრაინული კოლექტივის მონაწილეობით ფლეშმობი.
26 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართება ნაციონალურ ტანსაცმელებში ქართველი და 18 უცხოური კოლექტივის მონაწილეობით. 
ფესტივალი ტრადიციულია და მისი მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრი, საკონცერტო დარბაზი „არსიანი“,  სამი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია: CIOFF, FOLKWORLD და FIDAF. კონკურსის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები