აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25 მაისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და აჭარის, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიცაზიას.

ასევე ხელი შეუწყონ აჭარის რეგინში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შესაბამისი ინფო ტურების ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმონ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში, ასევე ორგანიზება გაუწიონ ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და კონფერენციებს.
უზრუნველყონ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ გასაწევი აქტივობების მხარდასაჭერად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები