აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ზაფხულში ტურისტებს აჭარაში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება

28 მაისი, 2019

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამრომლებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციაში, მომხმარებლის ქცევის მართვა, ეფექტური მომსახურების სპეციფიკა, გაყიდვების ძირითადი პრინციპები და გაყიდვის პროცესის წარმართვა. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ რეგიონში ტურისტული - საინფორმაციო ცენტრების სერვისების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„რეგიონში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი გვაქვს, სადაც ტურისტებს აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტებისა თუ კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.  წლის განმავლობაში ცენტრები ჯამში 100, 000-მდე ვიზიტორს ემსახურება. მიმდინარე წლის, 5 თვის ინფორმაციით კი ცენტრების სერვისებით წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა.  ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბულვარისა და საბაგიროს ტურისტული ცენტრები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, რათა სტუმრებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლონ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, ცენტრში სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ტურისტული მარშრუტებით, რუკებითა და სარეკლამო მასალებით უფასოდ ისარგებლონ, რაც მათ რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებთ,“ განაცხადა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებზე საუბრისას სულხან ღლონტმა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი აქვს. მათ შორის ბათუმის ბულვართან, საბაგიროსთან, სარფის გამშვებ-სასაზღვრო პუნქტზე, ბათუმის აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგები ეტაპოპრივად უტარდებათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები