აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ინტეგრირებული სკრინინგი 30 000-მდე ბენეფიციარს ჩაუტარდა

28 მაისი, 2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომელთა გამოკვლევები ჩატარდა.

 ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის მიზანია შეიქმნას „ელიმინაციის კუნძულები“, რაც საწყის ეტაპზე ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების შემცირებას შერჩეულ რეგიონში. გლობალური ფონდის თანადაფინანსებით ელიმინაციის პირველ კუნძულად შერჩეულ იქნა აჭარის რეგიონი, რაც განპირობებული იყო დაავადების მაღალი მაჩვენებლითა და ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით, რის გამოც მნიშვნელოვანია რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

 პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.

 დაავადებათა გამოვლენის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებში აქამდე არსებულ პასიურ სკრინინგთან ერთად დაიწყო აქტიური სკრინინგი საკარდაკარო შემოვლის გზით.

 მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში მობილური ბრიგადის მიერ C ჰეპატიტზე , ტუბერკულოზსა და HIV ინფექციაზე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 2500-ზე მეტ ბენეფიციარს.

 სულ პროგრამული ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე წელს ინტეგრირებული სკრინინგი ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის გამოსავლენად ჩაუტარდა 30 000-მდე ბენეფიციარს. გამოკვლეულთა დაახლოებით 1,2 %-ში ტესტირების შედეგი დადებითი იყო C ჰეპატიტზე, ხოლო 0.01% - აივ/შიდსზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები