აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

30 მაისს აჭარაში დასაქმების ფორუმი გაიმართება

28 მაისი, 2019

30 მაისს,  სასტუმრო "შერატონში", აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 8 სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.


დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში  თავმოყრა.   სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ.  

ფორუმზე წარმოგენილი იქნება რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები  შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს დაეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას გაუწევენ რეზიუმეს მომზადებაში, გააცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს.

დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.forum.hrajara.gov.ge

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები