აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ყველის საწარმო შპს ,,ჯი-ემ-ჯი'' ჯგუფი დაათვალიერა

28 მაისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, პირველ მოადგილესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ყველის საწარმო შპს ,, ჯი-ემ-ჯი'' ჯგუფი მოინახულა და საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნო. შპს ,,ჯი-ემ-ჯი'' ჯგუფი ერთერთი რძის გადამამუშვებელი საწარმოა აჭარაში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცხოველეობის დარგის განვითარებაში.

საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 200-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, რომელთაც გაუჩნდათ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. საწარმო დღიურად 2-დან 3 ტონამდე რძეს ამუშავებს და იმერულ ყველს, სულგუნს და ნადუღს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სასტუმრო-რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. საწარმოში 15-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.

,,მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რძის გადამამუშავებელი საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რაც გამოიხატება იმაში რომ მეცხოველეობის დარგის განვითრების კუთხით არა ერთი პროგრამა განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ''- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები