აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ

28 მაისი, 2019

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს. რეგიონის მასშტაბით სულ 313 ოქროს და ვერცხლის მედალოსანია. სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა, რაც თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს აკადემიური მოსწრებისადმი პატივისცემის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები