აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თომას ჰილანდ ერიქსენის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24 მაისი, 2019

 ანთროპოლოგი თომას ჰილანდ ერიქსენი საქართველოში იმყოფება. ანთროპოლოგ თომას ჰილანდ ერიქსენის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წიგნი „„მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში" ითარგმნა და დაიბეჭდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტის ფარგლებში.

 თომას ჰილანდ ერიქსენი ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. 2015-2016 წლებში ერიქსენი იყო ევროპის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. დღემდე ის ნორვეგიის სამეცნიერო აკადემიის წევრია. მისი წიგნი „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპლოგიაში" მრავალ ენაზეა ნათარგმნი და სამაგიდო სახელმძღვანელოა ანთროპოლოგიის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები