აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ექსკურსიები წარჩინებული მოსწავლეებისათვის

28 მაისი, 2019

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წარჩინებული მოსწავლეებისათვის იმართება შემეცნებითი ტურები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ისტორიული ადგილები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. 2019 წლის 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მაღალმთიანი აჭარის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის დაიგეგმა ერთდღიანი შემეცნებითი ტური ბათუმის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე შეხვდა, მადლობა გადაუხადა წარჩინებული სწავლისთვის და დაგეგმილი სიახლეები და პროგრამები გააცნო. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხარიტონ ახვლედიანისა და არქეოლოგიური მუზეუმებში. ბავშვებმა გაისეირნეს გემით შავ ზღვაზე, დაესწრნენ დელფინების შოუს და გაეცნენ აკვარიუმში ზღვის ბინადართა მრავალფეროვნებას. ტურში მონაწილეობენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მე-8 კლასის 292 წარჩინებული მოსწავლე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები