აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ზაფხულის სეზონის სამზადისი - ტურიზმის სექტორთან შეხვედრა

29 მაისი, 2019

აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საუბარი ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

შეხვედრის მთავარი მიზანი, ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისისთვის, მთავრობისა და კერძო სექტორის კორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების განხილვა იყო.

აჭარაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ თორნიკე კუჭავამ გააკეთა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საკორდინაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სიახლეებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები