აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ADB-ის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან

28 მაისი, 2019

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან.
მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ თორნიკე კუჭავამ გამართა.
შეხვედრაზე საჯარო და კერძო თანაშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს.
საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. 
დღეისათვის აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 2,8 მილიარდი დოლარით აფინანსებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები