აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოინახულა

29 მაისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მოადგილეებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის "ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა" - ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ფერმერ მირზა ებრალიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე, მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

მარწყვის სათბური, სადაც უკვე პირველი მოსავალი მიღებულია. ესპანური ჯიშის ,,სანანდრიასი’’ 200მ2 ფართობზეა განლაგებული. თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილ სათბურში 3000 ძირი მარწყვის ნერგია გაშენებული და მისგან წლის განმავლობაში 2 ტონამდე ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი, რომლითაც მოამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს.

,,ქვეპროგრამის მიზანია რეგიონში სასათბურე პირობებში მარწყვის წარმოების ტექნოლოგიური სიახლეებისა და მეთოდების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებას ასევე, მარწყვის კულტურის პოპულარიზაციას და შემოსავლების ზრდას. სწორედ ამიტომ აუცილებელია სასათბურე მეურნეობების განვითარება''. - განაცახადა მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები