აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ცნობილი კომპანია „პომა“ მაღალმთიან აჭარაში პროექტებით დაინტერესდა

21 მაისი, 2019

მსოფლიოში ლიდერმა საერთაშორისო კომპანია „პომა“- მ მაღალმთიან აჭარაში ახალი საბაგიროების მშენებლობის ინტერესი გამოთქვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრაზე საუბარი კურორტ გოდერძზე და გომარდულში ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე სოფელ თაგოში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაციის საკითხებს შეეხო.

უახლოეს პერიოდში კომპანიის მიერ ტექნიკური ჯგუფის აჭარაში ვიზიტი დაიგეგმება, რომლებიც აღნიშნულ პროექტებს ადგილზე შეისწავლიან.

წამყვანი ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ. უცხოელმა პარტნიორებმა არსებული საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომპანია „პომა“ საბაგირო გზების მშენებლობაში ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 80 ქვეყანაში 8000-ზე მეტი პროექტი ეკუთვნის.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თორნიკე კუჭავა და არჩილ ვანაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები