აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე დასაქმების ფორუმს დაესწრო

30 მაისი, 2019

დღეს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი. ფორუმი დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ გახსნა.

ფორუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად დაესწრო და პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დასაქმების ფორუმის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები