აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ბიომრავალფეროვნების შეფასებაში ჩართულ ჯგუფთან

30 მაისი, 2019

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე საქართველოს ბიომრავალფეროვნების შეფასებაში ჩართულ საკონსულტაციო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძე.

ტიტე აროშიძემ შეხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობის მცენარეების აღდგენასა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

აღნიშნული ჯგუფი შეისწავლის საქართველოში ბიომრავალფეროვნების არსებულ მდგომარეობას, ძირითად საფრთხეებსა და გამომწვევ მიზეზებს,ასევე, გასცემს რეკომენდაციებს კონსერვაციის მენეჯმენტის უკეთ დასაგეგმად.

შეფასების დოკუმენტი გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5 წლიანი “ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგია საქართველოსთვის“ (CDCS) შესამუშავებლად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები