აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სანერგე, საჩითილე მეურნეობაში ვაზის ნერგები დაირგო

31 მაისი, 2019

შუახევში, სანერგე საჩითილე მეურნეობაში ვაზის პირველი ნერგები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აგროსერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად დარგო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგი დაირგო. სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები, ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.

,,ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ პროექტებსა და ღონისძიებებს რომელიც სწორედ მათი განვითარების და საჭიროებების მაქსიმალურ უზრუნველყოფას ემსახურება. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მოხარული ვარ, რომ მაღალმთიანი აჭარა უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ადგილობრივი წარმოების ღვინო განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მევენახეობის მიმართულება კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ გაძლიერებას. მოგეხსენებათ აჭარას ღვინის წარმოების მიმართულებით უდიდესი ისტორია გააჩნია, ჩვენი მიზანია ეფექტურად სწორად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და პოტენციალი“-აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები