აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე დასაქმების ფორუმს დაესწრო

30 მაისი, 2019

დღეს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.

დასაქმების ფორუმი დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ გახსნა. ფორუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად დაესწრო და პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დასაქმების ფორუმის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები სხვადასხვა სფეროდან. კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები