აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

დასაქმების ფორუმი

02 ივნისი, 2019

ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმი უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტია, რაზეც დასაქმების სტატისტიკის შედეგების მზარდი ტენდენცია მეტყველებს. მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ბათუმის დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. 
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბათუმის დასაქმების ფორუმში, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

დასაქმების ფორუმები კურსდამთავრებულებს ახლადათვისებული პროფესიული უნარებითა და ცოდნით მყისიერად დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

მიმდინარე წელს, მასშტაბური დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიმართება, მას შემდეგ რაც პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები