აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო ღონისძიებები

31 მაისი, 2019

აჭარის რეგიონში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები მაისის თვიდან ისევ დაიწყო.

დეზინსექცია უკვე ჩაუტარდა შერიფ ხიმშიაშვილის N11-ში განლაგებულ შენიბა-ნაგებობების სარდაფებსა და მიმდებარე ტერიტორიებს. სამუშაოებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და პირველი მოადგილე - ნინო ნიჟარაძე აკვირდებოდნენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ტრანსმისიური დაავადებები მსოფლიოში გავრცელების ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩევა.

საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლება. ჩვენი ქვეყნის შავიზრვისპირა ზოლში ტიპიური ბინადარის - კოღო ანოფელესის გარდა, (რომელსაცმალარია გადააქვს) ბინადრობს და მრავლდება Aedes aegypti -ის და Aedes albopictus-ის სახეობის კოღოებიც, რომლებიც თავის მხრივ შესაძლოა გახდნენ დენგეს, ჩიკუნგუნიას, ყვითელი ცხელებისა და ზიკას გადამტანები.

გლობალური დათბობის, მოსახლეობის მიგრაციის, აქტიური ტურიზმის და ტვირთბრუნვების მატების კვალდაკვალ, საქრთველოს შავიზღვისპირა ზონა მოიცავს დამატებით რისკებს ტრანსმისული დაავადების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მალარიის, დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიას, ზიკას ვირუსების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაავადებების გადამტანი კოღოების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი.

გადატანების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი - მრავალმხრივი ღონისძიებების ერთიანობაა, რომელიც მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუშავაებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხავდასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზღისით - მაქსიმალურად ეფექტური.

2015 წლიდან მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში მომდინარეობს დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ.

აღნიშნული უწყებების მიერ შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობს შავიზღვისპირა საკურორტო ზონის უსფრთხოების უზრუნველყოფას - ანაკლიიდან სარფამდე - ზოგიერთი ტრანსმისული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სურსათის უვნებლობის სამსახურის ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ძალებით განახორციელედება კოღოების გამოჩეკის ადგილების - წყალსატევებისა და ტყისპირა ზოლების დამუშავება.

ღია სივრცეების დამუშავება მოხდება „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ხოლო წყალსატევების -საქართველოსთვის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოლოგიური პრეპარატის bacillus thuringiensis var.israelensis-ით.

პარალელურად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ ხორციელდება შენობების შიდა დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო სილფუტრინის ჯგუფის ინსექტიციდით, რომლის ნარჩენი მოქმედების მინიმალური ვადა 3 თვეა და ორჯერადი დამუშავებით დაიფარება დაავადებების ტრანსმისიის მთლიანი სეზონი, რაც საქართველოსთვის შეადგენს 6-7 თვეს.

გეგმაში გვაქვს დავამუშაოთ 9 200 000 მ2 ფართობი. ისექტიციდები დარიგდა საქართველოს 20 რაიონში. ძირითადი სამუშაოები მოიცავს საქართველოს შავიზღვისპირეთის საკურორტო ზოლს. 
დღესდღეობით გეგმის მიხედვით აჭარის რეგიონში დამუშავდება - 750 000 მ2 , ოზურგეთში 700 000მ2, ლანჩხუთში - 360 000 მ2, ფოთში 1 000 000 მ2), ზუგდიდის რაიონში 800 000 მ2 (სამუშაოებს დაასრულებენ ივნისის ბოლოსთვის).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები