აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

01 ივნისი, 2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამონაწილეობით აღინიშნა დღე - მსოფლიო თამბაქოს გარეშე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირვეკლი მოადგილე ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა, იქვე შეასრულეს ახალი ნამუშევრები თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ.

გამოფენის შემდეგ მოსწავლეებმა წარადგინეს თამბაქოს თემაზე მომზადებული პრეზენტაციები, შეხვედრა დასრულდა დისკუსიით - მოსწავლეთა კითხვებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა უპასუხეს.

აჭარის რეგიონი მრავალი წელია უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს და ყოველწლიურად, 31 მაისს აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day).

ყოველწლიური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ ცნობიერება როგორც თამბაქოს მოწევის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზიანის მომტანი და სასიკვდილო გავლენის შესახებ. ამით მხარს ვუჭერთ თამბაქოს ნებისმიერი ფორმით გამოყენების შეწყვეტას.

2019 წელს ძირითადი თემაა „თამბაქო და ფილტვის დაავადებები“

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1 მილიონი არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო.

თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია.

თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები