აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ხულოს მუნიციპალიტეტში დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა

05 ივნისი, 2019

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, დაათვალიერა გურამ ძირკვაძის მიერ ჟოლოს, მაყვალის და ვაზის 0.3 ჰა ფართობზე გაშენებული ბაღი.

დიოკნისის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები