აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროსა და კარიტასს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

04 ივნისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში მისიის ხელმძღვანელმა ეკატერინე მესხრიკაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სოფლის განვითარების მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ იხელმძღვანელონ რეგიონული და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად. მხარეები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას, რაც ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის. ურთიერთმემორანდუმი გაფორმდა პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“- ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები