გასვლითი ღინისძიება ხელვაჩაურის არქივში
06 ივნისი, 2019
2019 წლის 5 ივნისს, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული
ორგანო- ხელვაჩაურის არქივში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი საღამო. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე ანზორ თხილაიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რამაზ ბოლქვაძე
(სამმართველოს უფროსის მოადგილე), თამაზ ფუტკარაძე, ელგუჯა ჩაგანავა (სამსახურის უფროსები), ავთანდილ ლეონიძე (ტერიტორიული ორგანო- ხელვაჩაურის არქივის
უფროსი), უფროსი სპეციალისტები: შორენა
ფარტენაძე, თენგიზ პარმაქსიზიშვილი, ციცი ცინცაძე, ეთერ მიქელაძე, ლუიზა კონცელიძე,
ფრიდონ ქარდავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის, ახალგაზრდული ცენტრის, კულტურის ცენტრის
ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
მოხსენებებით: ,,საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადება, დამოუკიდებლობის აქტი“ და ,,მენშევიკები ხელისუფლების სათავეში“ გამოვიდნენ ფრიდონ ქარდავა და თამაზ ფუტკარაძე.
დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
იხილეთ გალერეა