აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ესეების კონკურსის“ მესამე ტური

07 ივნისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში პირველად ატარებს „ესეების კონკურსს“  ინგლისურ ენაზე,  რომელშიც მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-10  კლასის მოსწავლეები.

“ესეების კონკურსი”  ტარდება სამ ტურად.   პირველი და მეორე ტურები ჩატარდა წერითი ფორმით, ხოლო მესამე ტური ჩატარდება პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. 

კონკურსში სულ მონაწილეობდა 251 მოსწავლე. კონკურსის მესამე ტურში მონაწილეობას მიიღებს   20  მოსწავლე.

კონკურსის მე-3 ტური ჩატარდება  2019 წლის 9  ივნისს სასტუმრო ``შერატონ``  ბათუმის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის  ქ. N28). კონკურსი  დაიწყება    11:00 საათზე.   

იხილეთ მე-3 ტურში მონაწილეების  სახელობითი სია.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები