აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძვირადღირებულ მედიკამენტს 10 პაცინეტს უფინანსებს

07 ივნისი, 2019

▶️ დღეს, სასტუმრო „რედისონ ბათუმში“ ფოტო-პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ გაიმართა.

▶️ გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა ფოტო-პროექტი, რომელზეც ფოტო ხელოვანმა, გოგა ჩანადირმა იმუშავა და შეეცადა, ფოტოებით პაციენტების შეგრძნებები გადმოეცა.

▶️ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

▶️ ოგანიზატორთა განმარტებით შეხვედრის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა და ადგილობრივი მთავრობის მიმართ მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა, რომლთა თანადგომით აჭარის რეგიონში, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ადეკვატური მკურნალობა.

📌️ 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად საქართველოში დაიწყო

✔️ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების კურსის ღირებულების დაფინანსება.

✔️ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურის მიხედვით.

⭕️ წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს.

‼️ 2019 წელს პროგრამაში ჩაერთო 10 ბენეფიციარი
#სიახლე_2019 #ჯანდაცვა_2019

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები