აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

07 ივნისი, 2019

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე შოტოკან კარატეში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შეხვდნენ. 

24-26 მაისს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონიდან 8 სპორტსმენმა მიიღო და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურა.

 I ადგილი - გოგა გვიანიძე (კატეგორია 10-11 წ.) 

II ადგილი - ბექა ბერაძე (კატეგორია 14-15 წ.) 

III ადგილები - ნიკა თავართქილაძე (კატეგორია 12-13 წ.)ვაჩე გვანცელაძე ( კატეგორია 16-17 წ.)

 მინისტრმა სპორტსმენებს წარმატებები მიულოცა და სამომავლოდ უფრო მეტი წინსვლა უსურვა. ასევე, სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები