აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

10 ივნისი, 2019


წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩაატარდა „ესეების კონკურსი“  ინგლისურ ენაზე,  რომელშიც მონაწილება მიიღეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-10  კლასის მოსწავლეებმა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი „ესეების კონკურსის“ მიმდინარეობის მესამე ეტაპს დაესწრო.

„ესეების კონკურსი”  ჩატარდა სამ ტურად.  პირველი და მეორე ტურები ჩატარდა წერითი,  ხოლო მესამე ტური-პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით.  კონკურსში ჩართული იყო  სულ 251 მოსწავლე.  მესამე ტურში მონაწილეობდა  20  მოსწავლე.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 10 გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტით გაემგზავრებიან პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში.

იხილეთ „ ესეების კონკურსში“ გამარჯვებულ მოსწავლეთა  სახელობითი სია.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები