აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტრენინგი შესყიდვების სფეროში მომუშავე პირთათვის

10 ივნისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის, შესყიდვების მიმართულებით თანამშრომლებისათვის და იურისტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „კონკურენციის სამართლის საფუძვლები ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“.

ტრენინგი იმართება კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით. პროექტს მხარს უჭერს და სრულად აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის საზოგადოება (GIZ).

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო, მონაწილეებს მიესალა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს აღნიშნული აქტიობის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება: სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მექანიზმები.

მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსთა სამინისტროს, კონკურენციის სააგენტოსა და GIZ ერთობლივი სერტიფიკატები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები