აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამის „მომავლის თაობა“ შუალედური ღონისძიება

11 ივნისი, 2019

2019 წლის 11 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის ,,მომავლის თაობის“ შუალედური ღონისძიება გაიმართა. 
ღონისძიებაზე შეფასდა აჭარის რეგიონის პარტნიორ სკოლებში პროგრამის ფარგლებში წლის მანძილზე გაწეული მუშაობა.
 პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა საკლუბო ინიციატივების, საკლასო პროექტების და მცირე საგრანტო პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს, დაიდგა თეატრ ფორუმი ბულინგის თემაზე და პანტომიმა აქტიურ მოქალქეობაზე. 
ღონსძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო, მონაწილეებს მიესალმა და მადლობა გადაუხდა პროექტის მხარდამჭერებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობისათვის.
ღონისძიების ორგანიზატორია პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. 
აჭარის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები