აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სამსუნის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

12 ივნისი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სამსუნის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიჰათ სოგუკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილეები მამუკა თურმანიძე, რუსლან ქორიძე და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაქი.

შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მეთევზეობის საქმიანობის მიმართულებით. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს მეთევზეთა პრობლემებით დაინტერესებისა და თანადგომისათვის. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები