აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მორიგი სხდომა

17 ივნისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მორიგი სხდომა დასრულდა.

კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N 10 დადგენილებით შეიქმნა, რომლის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, განიხილოს შრომითი დავები.

სხდომაზე განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივის წესი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრას. ინიციატივის მიხედვით ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 3 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 10 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს“.

სხდომაზე ასევე განხილეს ინიციატივა, რომელიც ეხება კერძო სექტორში დასაქმებულთა შვებულების დღეთა რაოდენობის გამოთვლის საკითხს. კერძოდ, შრომის კოდექსის შესაბამისად, დასაქმებულს მიეცემა შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღის ოდენობით. სხვადასხვა სექტორში, კვირაში სამუშაო დღის ოდენობა განისაზღვრება განსხვევაბულად. უფრო მეტიც, მრავალ კომპანიაში სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებისათვის დადგენილია განსხვავებული ოდენობის სამუშაო დღეები. შესაბამისად, შვებულებების გამოთვლა სხვადასხვა პოზიციებისათვის ხდება განსხვავებულად. დღეისათვის არ არსებობს რაიმე სახის ინსტრუქცია/რეკომენდაცია და ა. შ. რომელსაც დამსაქმებელი დაეყრდნობა შვებულების დღეების გააანგარიშებისას. შედეგად, დღეისათვის ეს საკითხი პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად რეგულირდება და არ არსებობს ერთიანი მიდგომა. აღნიშნული საკითხი აქტუალური და პრობლემტურია როგორც დამსაქმებლისათვის, ასევე დასაქმებულისათვის. აქედან გამომდინარე კომისიას დაევალა შეიმუშაოს თავის ხედვა და პოზიცია შვებულების დღეების გამოთვლასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება რეკომენდაციის ფორმა ბიზნეს სექტორისათვის. მსგავსი რეკომენდაციის გაცემა, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სამუშაო ჯგუფს დაევალა „უხეში დარღვევისა“ და „სხვა ობიექტური გარემოების“ ცნებების პრაქტიკაში გამოყენების პრობლემატიკის შესწავლა.

განხილულ იქნა შრომის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.

აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით.

კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. საქართველოში 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები