აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

22 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

21 ივნისი, 2019

გრძელდება ბენეფიციართა ჩართვა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში.

კომისიამ განიხილა ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიების შუამდგომლობები 30 ეკომიგრანტი ოჯახის „ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მიზნით, აქედან დაკმაყოფილდა 12 ოჯახის განაცხადი, დანარჩენი 18 ოჯახი განხილული იქნება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ.

ასევე განხილული იქნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე დამატებით 10 ოჯახს გაუფორმდება ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით.

პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა.

 პროგრამის შესახებ ხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/…/Docs/0079a3c7467c4f22942ffdc747e5.pdf

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები