აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი FAO-ს წარმოადგენლებს შეხვდა

21 ივნისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) წარმომადგენლებს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენელს საქართველოში დემნა ძირკვაძეს შეხვდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია 2016 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორში, მეცხოველეობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია სანაშენე საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას და ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

,,აჭარაში მეცხოველეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ეს არის აჭარის სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ფერმერების კეთილდღეობასთან. ჯიშთა გამოცდისა და გენეტიკური გაუმჯობესების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები