აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროს 2020 წლის პრიორიტეტები განიხილეს

21 ივნისი, 2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

 სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

 სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯტის პროექტის შესახებ ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროებს 100 მილიონი ლარის პროექტები აქვთ, რომლებიც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 სხდომაზე ინფორმაცია წარადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. კანონმდებლებმა მას ჯანდაცვის მიმართულებით კომიტეტის წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.

 მომხსენებლებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს. წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები