აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორებთან

26 ივნისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორებთან. შეხვედრას უძღვებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე. შეხვედრის მიზანი სოფლის მეურნეობაში გავრცელებული მავნებლების (ციტრუსოვანთა შავი ფრთათეთრა, აზიური ფაროსანა და სხვა) წინააღმდეგ ამერიკის გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და ურთიერთანამშომლობის საკითხები განიხილეს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცენარეთა დაცვის კუთხით სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში სამინისტროს ექსტენციონისტებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ციტრუსოვან კულტურებში მავნებლებით დაზიანებულ კერებს და კონსულტაცია გაუწიეს ადგილობრივ ფერმერებს და აგრომეწარმეებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები