აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქედაში მოცვის კრეფის პროცესს დაესწრო

26 ივნისი, 2019

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის ვიცე მერთან, როლანდ ბერიძესთან ერთად. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში მურად დიასამიძის მიერ გაშენებულ მოცვის ბაღში კრეფის პროცესს დაესწრო. ფერმემერმა 0.1 ჰექტარზე 330 ძირი ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის (ღირებულების 70%) დაფინანსება მიიღო. ფერმერი წელს 500 კილოგრამამდე მოსავალს ელოდება, რომლითაც მოამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს.

2019 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 100% დაფინანსებით კივის და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, წვეთობრივი სარწყავი სისტემით. ტიტე აროშიძემ ასევე მოინახულა ამავე ფერმერის ჩანდლრის ჯიშის კაკლის ბაღი. ფერმერს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდა 130 ძირი კაკლის ნერგი სარწყავ სისტემასთან ერთად, ფერმერი წელს პირველ მოსავალს ელოდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები