აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

01 ივლისი, 2019

1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.
აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 3 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.აჭარაში წელს დარეგისტრირდა 4384 აბიტურიენტი.
დღეს, ბათუმის ორ საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გაეცნო.
მინისტრი აბიტურიენტების მშობლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ცენტრი ტექნიკურად გამართულია და უზრუნველყოფილია შესაბამასი ინფრასტრუქტურით. 
მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. 
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეა: აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები