აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დონორთა საერთაშორისო კონფერენცია

02 ივლისი, 2019

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში’’ რიგით პირველი საერთაშორისო დონორთა კონფერენცია გაიხსნა თემაზე: "მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის''.

კონფერენცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მინისტრმა უცხოელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ტიტე აროშიძემ რეგიონის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესახებ, აგროსასურსათო სექტორში განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობებისა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია რეგიონალური განვითარების პრიორიტეტებისა და მათი შესრულების შესახებ, რათა ხელი შეეწყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონორთა, სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ინსტიტუციების შორის თანამშრომლობას. ასევე, განიხილეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის კონკრეტული საპროექტო წინადადებები და სამომავლო ურთიერთანმშრომლობისათვის შესაბამისი სფეროების განსაზღვრა.

კონფერენციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ ბათუმის მერია, ტურიზმის დეპარტამენტის და სხავა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები