აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი

03 ივლისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საგარეო საკითხებისთვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი - CNFA ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომელსაც ხელი მოაწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორისმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სოფლის განვითარების მიმართულებით. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხუთწლიანია, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების წახალისებას, სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე პროგრამა უზრუნველყოფს სამეწარმეო და ბაზარზე ორიენტირებული საწარმოების, მიმწოდებელი ორგანიზაციების თანაინვესტირებას და მათთვის მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის აქტივობები ხელს შეუწყობს მეხილეობა-მებოსტნეობის სექტორში (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, სუფრის ყურძენი, მანდარინი) აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრას, რასაც შედეგად მოჰყვება წარმოების გაუმჯობესება.

მემორანდუმის მიზანია, ითანამშრომლონ და გაუწიონ კოორდინაცია ტექნიკური დახმარების პროექტებს, აღმოუჩინონ მხარდაჭერა _ აგრობიზნესისთვის ტექნიკურ საკონსულტაციო მომსახურებაზე წვდომის გამარტივების მეშვეობით, გააძლიერონ სამინისტროს იმ ბენეფიციარ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა პოტენციალი, რომლებიც მეხილეობა-მებოსტნეობის სექტორში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიზნობრივ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები