აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხულოს საგამოცდო ცენტრი

04 ივლისი, 2019

დღეს, აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ.აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 3 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. განახლდა ხულოს საგამოცდო ცენტრი და ქალაქ ბათუმში დაემატა ახალი საგამოცდო სივრცე.აჭარაში წელს დარეგისტრირდა 4 384 აბიტურიენტი.

საგამოცდო ცენტრებში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.

დღეს, დაბა ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე გაეცნენ.

მინისტრი აბიტურიენტებსა და საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია გამოცდების მიმდინარეობის შესახებ.
ხულოს მუნიციპალიტეტში ზოგადი უნარების გამოცდას დღეს 72 აბიტურიენტი აბარებდა, მათ შორის 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები