აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მეთხილე ფერმერებს შეხვდა

04 ივლისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გვარაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. სამინისტრო მავნებლებთან ბრძოლის პროცესში წელსაც მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს და აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან.

„წლევანდელი წელი მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში. მავნებლების წინააღმდეგ ჩვენი შესაძლებლობები წელს 2-ჯერ გავზარდეთ სპეციალიზებული ტექნიკით, თუმცა ისევ აუცილებელია ბრძოლის პროცესში ფერმერები და მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული.“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

სახელმწიფოსთვის თხილის კულტურის გადარჩენა განსაკუთრებული გამოწვევაა. ფაროსანას გარდა სხვა მავნებლებთანაც ჩატარდა ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. ფერმერებს, სამინისტროს თანადაფინანსების პრინციპით დაურიგდათ _ შესაწამლი აპარატები და ექსტენცისს პროგრამის ფარგლებში საველე პირობებში გაეწიათ სწავლება კონსულტაციები.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ _ მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრი მერაბ ბლადაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები