აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანისა და ნაღვარევის მოსახლეობას შეხვდა

06 ივლისი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანისა და ნაღვარევის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობებისა და აქტივობებზე ისაუბრა.

 მინისტრმა ასევე სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე გაამახვილა ყურადრება და მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა. შუახევის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერბზე, ახალი სანერგე, საჩითილე მეურნეობის მოწყობა, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვა, სასათბურე მეურნეობის განვითარება, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლება.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და მელიორაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები