აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქედაში ღვინის ფესტივალს დაესწრო

08 ივლისი, 2019

ქედის მუნიციპალიტეტში ,,ქედის ღვინის ფესტივალი" პირველად გაიმართა. მონაწილეებსა და სტუმრებს ფესტივალი მიულოცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ღვინის პოპულარიზაციისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმოამდგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ჩხავერი, ცოლიკაური, პოვნილა, ბროლა, ჯიბერა, ჯინიში, ბათუმურა - ეს ის უნიკალური ყურძნის ჯიშებია, რომლისგან დამზადებული ღვინოები ჰქონდათ წარმოდგენილი ქედელ მეღვინე ფერმერებს. ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ანსამბლ ,,ალილოს" წევრები - ლაშა ღლონტი და აჩიკო ბერიძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55