სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში სამინისტრო კონკურსს აცხადებს
09 ივლისი, 2019
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებებში
მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად,
ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი),
ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
გრანტი
გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სამუშაო შეხვედრა (სემინარი).
სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის
8 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
იხილეთ გალერეა