მინისტრი ხულოში მოცვის პირველი მოსავლის აღებას დაესწრო
10 ივლისი, 2019
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების მოსახლეობას შეხვდა და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გაშენებული მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოცვის ბაღი დაათვალიერა და პირველი მოსავლის აღებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ფერმერმა 0.15 ჰექტარზე 500 ძირი ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის (ღირებულების 70%) დაფინანსება მიიღო, წელს 500 კილოგრამამდე მოსავალს ელოდება, რომლითაც ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.
„საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი, დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. აქედან გამომდინარე
2019 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 100% -იანი დაფინანსებით კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, წვეთობრივი სარწყავი სისტემით. მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, აჭარაში მოხდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას, გაიზრდება ექსპორტი, გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.’’- განაცახადა შეხვედრის დროს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.
იხილეთ გალერეა