აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტი აშენდება

10 ივლისი, 2019

ბათუმში, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები და სასწავლო-სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის მიხედვით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კამპუსი, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზითა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით 1 500 ადგილობრივ, უცხოელ სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვალისიწნებული. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

უნივერსიტეტს, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც უცხოელი სტუდენტების და ლექტორ-მასწავლებლების მიღების, ასევე ორმაგი ხარისხის პროგრამების, გაცვლითი პროგრამების განხორციელების საშუალებას იძლევა.

სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ასევე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე დაწესდება შეღავათები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები