უნგრელ დიპლომატთან შეხვედრა გაიმართა
11 ივლისი, 2019
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო იმყოფება.
უცხოელ დიპლომატთან შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გამართა.
შეხვედრაზე უნგრული მხარე საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას, პოპულარიზაციის მიმართულებით მხარდაჭერას დაპირდა.
მხარეებმა აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითრების პერსპექტივები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
უნგრელმა დიპლომატმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
იხილეთ გალერეა