აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მწვანე ქალაქის მშენებლობა იწყება

12 ივლისი, 2019

ნახევარი მილიარიდი ლარის საინვესტიციო პროექტით ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება. 

უმსხვილესი პირდაპირი ევროპული ინვესტიციის განხორციელება 180 ჰექტარზე დაიწყო.
პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველობილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები.
ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, ვილები.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს.

მწვანე ქალაქის მშენებლობისას ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები განთავსდება.
მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია „გრინ რეზორთი“ „ელ&ერ“ კომპანისთან პარტნიორობით ახორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები